Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-დან 9 შემთხვევაში მომხმარებელს ცხენისა და ვირის ხორცი შესთავაზეს


საშაურმე
საშაურმე

სასურსათო ბაზარზე მომხმარებლებს, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენისა და ვირის ხორცს სთავაზობენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუშიდან, რომელიც თბილისის ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან იქნა აღებული, შვიდი ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო ორი ნიმუშში - როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი.

ხორცის სახეობრივი კვლევის პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლითი, ქაბაბი და ბასტურმა. კანონდამრღვევი ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი გამოქვეყნებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე. ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო, მწარმოებლები კანონის შესაბამისად 1000 ლარით დაჯარიმდნენ. ასევე მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან პროდუქციის გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიკვლევადობის პრინციპით შემოწმდა ი/მ „დავით წოწკოლაურის“ წარმოება, რომლის შემთხვევაშიც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები და დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი. საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ხოლო დალუქული პროდუქცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG