Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ აძვთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს


საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს გორის რაიონის სოფელ აძვთან. ერთი ვერსიით, სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი და სოფელში სტუმრად ჩასული პირი წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად იყვნენ ასულები, როცა ისინი რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს. მეორე ვერსიით, საქართველოს მოქალაქეები მდინარე აძურასთან იმყოფებოდნენ. ეს მდინარე ქართულ სოფელ აძვს ოკუპირებული აძვისთავისგან ყოფს. ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, რომელიც სოფელ აძვში იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, დაკავებისას ერთ-ერთმა მოქალაქემ მეუღლესთან დარეკვა მოასწრო და ამბავი შეატყობინა. წინასწარი ინფორმაციით, ორივე დაკავებული ჯერ არცევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. სოფელ აძვიდან ორი მოქალაქე ოკუპანტებმა ორი კვირის წინაც დააკავეს. მაშინ დავით გერკეული და იოსებ გუნდიშვილი ერთდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ცხინვალის იზოლატორიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG