Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ათობით ადამიანი დაიღუპა სავარაუდოდ ქიმიური შეტევის შედეგად


სირიის არმია ქალაქ დუმის მისადგომებთან
სირიის არმია ქალაქ დუმის მისადგომებთან

ათობით ადამიანი დაიღუპა სავარაუდო ქიმიური იარაღით განხორციელებული შეტევის შედეგად ქალაქ დუმაში, აღმოსავლეთ ღუტის მთავარ ქალაქში, რომელშიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ პოზიციებს სირიელი მეამბოხეები. ოპოზიციონერი აქტივისტებისა და მათთან დაახლოებული „თეთრი ჩაფხუტების“ ცნობით, მომწამვლელ გაზს შეიცავდნენ ის ბომბები, რომლებიც სირიის არმიის შვეულმფრენებმა ჩამოყარეს ქალაქ დუმაში, დამასკის მახლობლად. დამოუკიდებელი წყაროები ქიმიური იერიშის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ, სირიის მთავრობა და მის მომხრე რუსი სამხედროები კი ამ ცნობას უწოდებენ „შეთითხნილს“. აშშ-მა განაცხადა, რომ თუ ქიმიური იარაღის გამოყენებით შეტევის ფაქტი დადასტურდება, მაშინ რუსეთი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს. ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ ცნობით სავარაუდო ქიმიური იერიშის შედეგად დუმაში 40-დან 70-კაცამდე უნდა იყოს დაღუპული. სამაშველო ორგანიზაცია სირიის ამერიკელ ექიმთა ასოციაცია და ქალაქ დუმის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ერთობლივი ცნობის თანახმად კი ეს ციფრი 49-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG