Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატი ეხმაურება „ამხანაგური მატჩის“ ინიციატივას


თავდასხმა შავკანიან სტუდენტებზე
თავდასხმა შავკანიან სტუდენტებზე

ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატი შოთა თუთბერიძე დარწმუნებული არ არის, ექნებათ თუ არა მათ ამ ეტაპზე იმ სტადიონზე თამაშის ხალისი, სადაც ინციდენტი მოხდა, მით უმეტეს, რომ ჯერ გამოძიება არ დასრულებულა. ადვოკატი ამბობს, რომ გრძელდება ინციდენტის მონაწილეებისა და მოწმეების გამოკითხვა.

„საჯარო მოხელის მხრიდან ეს არასერიოზული განცხადება მგონია. ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულის გამოძიება აინტერესებდეს და აღელვებდეს, ამბობს, დანაშაული დავივიწყოთო“, - ასე გამოეხმაურა შითა თუთბერიძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას.

10 აპრილს, კახა კალაძე გამოვიდა ინიციატივით, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართოს, შეხვედრის ორგანიზება კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს თხოვა. თბილისის მერის განცხადებით, „სამწუხაროა, რომ მსგავსი რამ მოხდა თბილისში, რომელიც ყოველთვის ტოლერანტულ ქალაქად ითვლებოდა,“ თუმცა, მისი სიტყვებით, უკეთესი იქნება, თუ „მომხდარი ცუდი ამბავი დავიწყებას მიეცემა“.

8 აპრილს, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორც აყენებენ მათ შეურაცხყოფას ადგილობრივი მცხოვრები მამაკაცები და ხელკეტებით მისდევენ. პოლიცია მომხდარს იძიებს სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით.

XS
SM
MD
LG