Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ „რომა“ და „ლივერპული“


უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ევროპის მთავარი საკლუბო ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ „რომა“ და „ლივერპული“. ლიგას ერთ-ერთი ფავორიტი - „ბარსელონა“ გამოეთიშა. პირველი თამაში „რომას“ ესპანეთში 1:4 ჰქონდა წაგებული. რომში გამართულ საპასუხო შეხვედრაში კი მასპინძლებმა 3:0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით გავიდნენ. „ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტის“ აჯობა. მეტოქეს ორივე თამაში მოუგო: შინ - 3:0, ხოლო სტუმრად - 2:1. მეოთხედფინალის დარჩენილი ორი მატჩი დღეს გაიმართება. „ბაიერნი“ დაუპირისპირდება „სევილიას“; „რეალი“ – „იუვენტუსს“.

XS
SM
MD
LG