Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაკერბერგი: ინტერნეტის რეგულირება "გარდაუვალია"


ფეისბუკის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, მარკ ზაკერბერგი ამბობს, რომ საინტერნეტო კომპანიების რეგულირება "გარდაუვალია". ეს მან განაცხადა ამერიკელი კანონმდებლების წინაშე გამოსვლის მეორე დღეს. სხდომებზე ზაკერბერგს ბევრი კითხვა დაუსვეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მომხმარებელთა პირადი სივრცის დაცულობა და ინტერნეტის რეგულირება. ზაკერბერგმა თქვა, რომ ის თავად იყო იმ 87 მილიონ მომხმარებელს შორის, რომელთა მონაცემებიც არამართებული გზით მიეწოდა პოლიტიკური კონსულტირების ფირმას, კემბრიჯ ანალიტიკას. "მე არ ვიზიარებ პოზიციას, რომ რეგულირება საერთოდ არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ რა ტიპის რეგულაციას დანერგავთ" - განაცხადა ზაკერბერგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG