Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა კინორეჟისორი მილოშ ფორმანი


გარდაიცვალა ჩეხური წარმოშობის კინორეჟისორი მილოშ ფორმანი. ის 86 წლისა იყო. ფორმანის გადაღებულია ცნობილი, ოსკაროსანი კინოსურათები, „ვირაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, ასევე, „ამადეუსი“ და სხვა. ფორმანის ცოლმა, მარტინამ, ჩეხეთის სააგენტო „ჩე-ტე-კას“ უთხრა, რომ კინორეჟისორი აშშ-ში გარდაიცვალა 13 აპრილს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ. ფორმანი 1932 წელს დაიბადა ქალაქ ჩასლავში და 1968 წლის მოვლენების, „პრაღის გაზაფხულის“შემდეგ აშშ-ში გადასახლდა. აღსანიშნავია მისი ნამუშევრები, 1979 წელს გადაღებული „თმა“ და 1981 წელს შექმნილი, „რეგტაიმი“, ასევე 1996 წლის - „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“.

XS
SM
MD
LG