Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: „მისია შესრულებულია“


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის ქებით მოიხსენიებს დასავლეთის სამი ქვეყნის, 14 აპრილის საჰაერო დარტყმებს სირიის მთავრობის წინააღმდეგ და ისინი შეაფასა, როგორც „სრულყოფილად შესრულებული“. ტრამპმა თავის განცხადებას დაამატა, რომ „მისია შესრულებულია.“ „სრულყოფილად შესრულებული მისია წუხელ. მადლობა საფრანგეთს და გაერთიანებულ სამეფოს მათი სიბრძნისა და დახვეწილი არმიების ძალისთვის. უკეთესი შედეგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG