Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიხსნა ბორის ელცინის ბიუსტი, რომლის ავტორიც არის ზურაბ წერეთელი


მოსკოვში გახსნეს რუსეთის პირველი პრეზდენტის, ბორის ელცინის ბიუსტი. მისი ავტორია ზურაბ წერეთელი. ბიუსტი აღმართეს „მმართველთა ხეივანში“, რომელიც გაიხსნა 2016 წელს რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოების ინიციატივით. „მმართველთა ხეივანი“ მოიცავს 40-ზე მეტ ბიუსტს, მათ შორის სტალინის გამოსახულებას. ძეგლის გახსნა დაამთხვიეს ელცინის გარდაცვალების მე-11 წლისთავს. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ რუსეთის პირველი პრეზიდენტის ქვრივი, ნაინა ელცინა და რუსეთის კულტურის მინისტრი, ვლადიმირ მედინსკი.

XS
SM
MD
LG