Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში საპროტესტო გამოსვლებს შეუერთდა სიდიდით მეორე საპარლამენტო პარტია


გაგიკ ცარუკიანი
გაგიკ ცარუკიანი

პარტიამ, „აყვავებული სომხეთი,“ რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს „რესპუბლიკური პარტიის“ შემდეგ, 25 აპრილს გამოაცხადა, რომ სახალხო პროტესტს უერთდება. პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარის, გაგიკ ცარუკიანის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მხარდამჭერებს მოუწოდებენ მობილიზებისა და ქუჩებში გასვლისკენ ერევანსა და სომხეთის ყველა ოლქში. „ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ ჩვენი ხალხის და თანამემამულეების გვერდით“ - ნათქვამია ცარუკიანის პარტიის განცხადებაში. სააგენტო „არმენპრესის“ ინფორმაციით, „აყვავებული სომხეთის“ მოწოდების შემდეგ თანამდებობა დატოვა ამ პარტიის მხარდამჭერმა, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გრაჩია როსტომიანმა. პარტიას „აყვავებული სომხეთი,“ რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი გაგიგ ცარუკიანია, 105-წევრიან პარლამენტში 31 დეპუტატი ჰყავს. ლიბერალურ-კონსერვატიული პარტია ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნების და რუსეთთან სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG