Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაშნაკცუთიუნი აცხადებს, რომ ტოვებს სომხეთის მმართველ კოალიციას


Armenia - ARF Dashnaktsutyun logo, undate
Armenia - ARF Dashnaktsutyun logo, undate

სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, დაშნაკცუთიუნი აცხადებს, რომ ტოვებს მმართველ კოალიციას, რომელშიც ის რეპუბლიკურ პარტიასთან ერთად იყო. პარტიის აზრით, ეროვნულმა ასამბლეამ უნდა აირჩიოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც "ხალხის ნდობა აქვს". დღეს ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია განახლდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აღარ შედგებოდა შეხვედრა საპროტესტო მოძრაობის ლიდერს, სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატ, ნიკოლ ფაშინიანსა და კარენ კარაპეტიანს შორის. ფაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ, რათა განამტკიცონ „ხავერდოვანი სახალხო რევოლუციის“ გამარჯვება. ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა კარენ კარაპეტიანის მიმართვას სომხეთის პრეზიდენტისადმი, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები, მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე. ფაშინიანის განცხადებით, სანამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ასრულებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიუღებელია და მას ბოიკოტს გამოუცხადებენ საარჩევნო უბნების ბლოკირებით, რათა არ დაუშვან „რესპუბლიკური პარტიის“ აღორძინება.

XS
SM
MD
LG