Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი აშშ-ს მოუწოდებს ჩაერთოს მსოფლიოსთან თანამშრომლობაში, უარყოს ნაციონალიზმი


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ს მოუწოდა უარყოს ვიწყო ნაციონალიზმი და ჩაერთოს მსოფლიოსთან თანამშრომლობაში - როგორც მან ამერიკელ კანონმდებლებს ოთხშაბათს განუცხადა, თანამედროვე ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები ერთობლივი პასუხისმგებლობის საგანს უნდა წარმოადგენდეს. აშშ-ში სამდღიანი ვიზიტის ბოლოს, მაკრონმა კონგრესს მიმართა სიტყვით. იზოლაციონიზმი და ნაციონალიზმი "ჩვენი შიშების მაცდურ წამალს" წარმოადგენს, მაგრამ რეალურად საერთაშორისო ჩართულობა წარმოადგენს ერთადერთ გამოსავალსო, თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა. "ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა აშშ-ის ჩართულობა, რადგან თქვენი როლი გადამწყვეტი იყო დღევანდელი თავისუფალი მსოფლიოს შექმნასა და დაცვაში. აშშ არის ქვეყანა, რომელმაც ეს მულტილატერალიზმი შექმნა. ახლა კი თქვენ უნდა იყოთ ის ძალა, რომელიც მის შენარჩუნებასა და განახლებაში შეიტანს წვლილს" - განაცხადა მაკრონმა.

XS
SM
MD
LG