Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აღნიშნეს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 73-ე წლისთავი


მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თბილისის ვაკის პარკში. 2018 წლის 9 მაისი
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თბილისის ვაკის პარკში. 2018 წლის 9 მაისი

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იზეიმეს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი. ვეტერანებს დღესასწაული მიულოცეს ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. თბილისის ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინებით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა. "დიდი მადლობა და პატივისცემა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არა მხოლოდ ფაშიზმი, მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში“ - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით,საქართველოს პარლამენტი მზად არის განიხილოს დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ვეტერანებს დაეხმარება ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფაში. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 720 ვეტერანია.

XS
SM
MD
LG