Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის სამი მოქალაქე


ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის სამი მოქალაქე, წარმოშობით სამხრეთ კორეელი კიმ დონ ჩული, ტონი კიმი და კიმ ჰაკ სონი. ისინი 2015 და 2017 წლებში დააკავეს დასავლეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ბრალდებებით. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ისინი აშშ-ში ბრუნდებიან სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთად. პომპეომ 9 მაისს, ფხენიანში გამართა მოლაპარაკება აშშ-ის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის მოსამზადებლად. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, მისი და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკების დრო და ადგილი შეთანხმებულია.

XS
SM
MD
LG