Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია: რვავე პირი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს


საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ტელეკომპანია "პირველთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ 12 მაისს, ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს და როგორც ირკვევა, ისინი დააკავეს სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, და არა საკუთრივ კლუბებში. "ანუ გასაღების მუხლით დაკავებულები იყვნენ დაკავებული არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ რამდენიმე საათით ადრე" - ამბობს სახალხო დამცველი. თბილისში, პარლამენტის შენობასთან გრძელდება აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებენ პოლიციის რეიდებს ღამის კლუბებზე და აყენებენ შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG