Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში შეტაკებებისას დაიღუპა ათობით პალესტინელი


ვრცელდება ცნობები, რომ ღაზის სექტორში შეტაკებებისას ისრაელის ძალებმა მოკლეს სულ მცირე 41 პალესტინელი, იმ ფონზე, როცა აშშ-მა იერუსალიმში თავისი საელჩო გახსნა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ისრაელის ჯარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაჭრილია სულ მცირე 772 პალესტინელი. ისლამისტური მოძრაობა ჰამასი, რომელიც ღაზას 2007 წლიდან მართავს, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში სათავეში ედგა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ისრაელის მიერ ამ ტერიტორიის ათწლეულის განმავლობაში ბლოკირების გარღვევას. საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ საერთო ანგარიშით დაიღუპა 83 ადამიანი. მასობრივი პროტესტის სამიზნეა აგრეთვე აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა 14 მაისს, რაც დაემთხვა ისრაელის სახელმწიფოს 70-ე წლისთავს. ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა, იმ ფონზე, როცა ისრაელის ათასობით არაბმა მოქალაქემ საელჩოს სიახლოვეს საპროტესტო აქცია გამართა. ვიდეოჩანაწერით გადაცემულ მილოცვაში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ "სრულიად ერთგული" რჩება ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარების. ტრამპმა შარშან გამოაცხადა, რომ აშშ-მა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და საელჩოს ამ გაყოფილ ქალაქში გადაიტანდა, რასაც მძლავრი კრიტიკა მოჰყვა პალესტინელების, აშშ-ის მოკავშირეების და ბევრი სხვა ქვეყნის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG