Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ჯერ პირველადი სახე აქვს


არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს დაკრძალეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე
არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს დაკრძალეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის გაგზავნამდე მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს ყველა პროცედურა. იუსტიციის სამინისტროში 15 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე წულუკიანმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასრულებისთვის აუცილებელია ქართულ მხარეს გადაეცეს არჩილ ტატუნაშვილის ამოცლილი შინაგანი ორგანოები. თეა წულუკიანის ინფორმაციით, ჯერ კიდევ მარტში, როცა საქართველოს ხელისუფლებას უწევდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე მუშაობა, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადი საჩივრის ტექსტი, შემდეგ კი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ცხედრის გადმოცემის პროცესს ხელი არ შეშლოდა და ოჯახს და საქართველოს მისცემოდა გლოვის უფლება. „ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არა მხოლოდ ორგანოების გადმოცემის მოთხოვნის ჭრილში, არამედ სხვა არაერთ ჭრილში, მათ შორის სამართლებრივში, იმისთვის, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში, იქ ყველა პროცედურული წესი იყოს მაქსიმალურად დაცული და ჩვენს მხარეზე“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დაწერეთ კომენტარი

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG