Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეციალური ჯგუფი იწყებს პოლიციის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გამოკვლევას


სპეცრაზმელები კლუბ "ბასიანთან." თბილისი, 2018 წლის 12 მაისი
სპეცრაზმელები კლუბ "ბასიანთან." თბილისი, 2018 წლის 12 მაისი

15 მაისიდან მუშაობას დაიწყებს სპეციალური ჯგუფი, რომელმაც უნდა იმსჯელოს თბილისის ღამის კლუბებში 12 მაისს, ღამით ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე. ჯგუფი არასამთავრობო სექტორის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა და პირველ შეხვედრას 18 საათზე გამართავს. ჯგუფის შექმნაზე 14 მაისს შეთანხმდნენ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის, „ჩემი თავისუფლებისთვის" მონაწილეები და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. 12 მაისს ღამით, შეიარაღებული სპეცრაზმელები შევიდნენ თბილისის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში.“ ამას წინ უძღოდა კლუბებში ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებული 8 პირის დაკავება. თუმცა, ისინი უშუალოდ კლუბების ტერიტორიაზე არ დაუკავებიათ. ღამის კლუბებში სპეცრაზმელების შესვლას თბილისში მოჰყვა ორდღიანი აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის,“ რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ პოლიციის მხრიდან ძალადობას და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG