Accessibility links

კიევში დააკავეს რუსული საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი


კიევში დააკავეს რუსული საინფორმაციო სააგენტოს, „რია-ნოვოსტის“ უკრაინული განყოფილების ხელმძღვანელი, რუსეთის მოქალაქე კირილ ვიშინსკი. უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ვიშინსკი თავის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს და გაიჩხრიკა საინფორმაციო სააგენტოს ოფისიც. უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივნის, ოლენა გიტლიანსკაიას განცხადებით, უკრაინის სპეცსამსახურებმა გენერალური პროკურატურის შემადგენლობაში მყოფი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურასთან ერთად გამოავლინეს რუსეთის მიერ კონტროლირებული მედიასტრუქტურების ქსელი, რომელსაც აგრესორი ქვეყანა იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული საინფორმაციო ომისთვის. გიტლიანსკაიას ინფორმაციით, სწორედ ამ საქმის ფარგლებში დააკავეს სააგენტოს, „რია-ნოვისტი უკრაინას“ ხელმძღვანელი ვიშინსკი. 9 მაისს, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა რუსული ტელეკომპანიების, „პირველი არხის“ და „როსიას“ სპეციალური კრესპონდენტები ვალენტინა სოლოვიოვა და ოლგა იურევა. უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ამ ჟურნალისტებს დავალებული ჰქონდათ ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის შესახებ ტენდენციური და უკრაინის დისკრედიტაციის გამომწვევი რეპორტაჟების მომზადება

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG