Accessibility links

სტრასბურგის სასამართლომ დარღვეულად ცნო რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის უფლება


ალექსეი ნავალნი მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ. 2017 წლის 27 აპრილი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის სახელმწიფოს დააკისრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისთვის 2 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ნავალნის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლი, რომლის თანახმად, ადამიანს უფლება აქვს დატოვოს ნებისმიერი, მათ შორის საკუთარი ქვეყანა. საქმე ეხებოდა რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის მიერ 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ნავალნის უარი ეთქვა უცხოეთის პასპორტის მიღებაზე. ალექსეი ნავალნის განცხადებით, მიზეზად ის დაუსახელეს, რომ პირობით მსჯავრდებულ პირს ვადის ამოწურვამდე არ აქვს ქვეყნის დატოვების უფლება. რუსულმა სასამართლომ მიგრაციის ფედერალური სამსახურის ეს გადაწყვეტილება კანონიერად ცნო, რის შემდეგაც ნავალნიმ სტრასბურგის სასამართლოში იჩივლა. გასული წლის მაისში, ალექსეი ნავალნის მაინც მისცეს უცხოეთის პასპორტი მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მოსკოვში, თავის ოფისთან სახეში შეასხეს ნივთიერება, ბრილიანტის მწვანე და საზღვარგარეთ დასჭირდა ოპერაციის გაკეთება. ალექსეი ნავალნის მომხრეები თავდასხმაში ადანაშაულებენ კრემლის მხარდამჭერ მოძრაობას SERB-ს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG