Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას გეგმავს


საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად კონკრეტულ გეგმაზე მუშაობას იწყებს და შესაბამისი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აპირებს. საგანგებო შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის, პარლამენტისა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს მიმართულება მთავრობისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. „ჩვენი მიზანია მართვის ერთიანი მოდელი და კონცეფცია ჩამოვაყალიბოთ, თუ როგორ უნდა იმართოს ინფრასტრუქტურა. დღეს ძალიან გაბნეულია ეს ყველაფერი. 80% ჩვენი ინფრასტრუქტურის სახელმწიფოს ხელშია, მხოლოდ 20%-ია კერძო“. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც გეოგრაფიულად, ისე ფინანსურად. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობის მიზანია, საქართველოში სპორტული აქტივობების მაჩვენებელი სამი წლის განმავლობაში გაორმაგდეს და საშუალო ევროპულ მაჩვენებელს მიუახლოვდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG