Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი „კვლავინდებურად იმედოვნებს“, რომ აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის შეხვედრა შედგება


თეთრი სახლის განცხადებით, მათ „კვლავინდებურად აქვთ იმედი“, რომ დაგეგმილი შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ჩატარდება მიუხედავად ფხენიანის მუქარისა, რომ ჩაშლის ამ ისტორიულ მოვლენას. დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა 16 მაისს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ თეთრი სახლი კვლავინდებურად ემზადება შეხვედრისთვის და დასძინა, ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი მძიმე აღმოჩნდებაო. „პრეზიდენტი შეხვედრისთვის მზადაა. თუ შეხვედრა არ ჩატარდება, ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალური ზეწოლის კამპანიას“ - თქვა სარა სანდერსმა. მოგვიანებით განცხადება თავად დონალდ ტრამპმა გააკეთა და თქვა - „ჩვენთვის არავის არაფერი უცნობებია. ვნახოთ, რა მოხდებაო“.

XS
SM
MD
LG