Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი ემხრობა სტადიონებზე ქალების დაშვებას


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ გასაუქმებელია სტადიონებზე ქალების ყოფნის აკრძალვა. ირანელ სპორტსმენებთან შეხვედრისას როჰანიმ აღნიშნა, რომ ისლამი მამაკაცების და ქალების გაყოფას არ ითვალისწინებს და ამიტომ, ქალებსაც უნდა ჰქონდეთ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება, მით უმეტეს, რომ სპორტით აქტიურად არიან დაკავებულნი და წარმატებებსაც აღწევენ. ირანელ ქალებს სტადიონებზე ყოფნა აუკრძალეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. სასულიერო პირები აკრძალვას იმით ამართლებენ, რომ ქალებს არ უნდა ესმოდეთ სტადიონებზე მამაკაცების გინება. პრეზიდენტი როჰანი ამ არგუმენტს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ქალები არ უნდა ისჯებოდნენ სტადიონებზე მამაკაცების ცუდი ქცევის გამო. ირანის პრეზიდენტის კიდევ ერთი წინადადებაა, რომ ტელევიზიით გადაიცეს ქალთა სპორტული შეჯიბრებები. „რატომ არ უნდა ვაჩვენოთ, მით უმეტეს, რომ თამამად ეჯიბრებიან მსოფლიოში ცნობილ გუნდებს და დიდ გამარჯვებებსაც აღწევენ“ - განაცხადა ჰასან როჰანიმ.

2 მარტს, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ირანის მთავრობისგან მიღებული დაპირებით, უახლოეს ხანში ქალებიც შეძლებენ საფეხბურთო მატჩებზე დასწრებას. 23 მაისს, ირანულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ინფანტინომ პრეზიდენტი როჰანი ოფიციალურად მიიწვია რუსეთში, 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნაზე.

XS
SM
MD
LG