Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინთან 12 ივნისის შეხვედრა შეიძლება აღარ გადაიდოს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკა „ელაპარაკება“ ჩრდილოეთ კორეას მას შემდეგ, რაც გადაიდო 12 ივნისის შეხვედრა ამ ქვეყნის ლიდერ კიმ ჩენ ინთან. ტრამპმა ჟურნალისტებს 25 მაისს განუცხადა, რომ „თამაშებს ყველა თამაშობს“. სამიტის შესახებ შეკითხვის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ვნახოთ, რა მოხდება. ის შეიძლება 12-შიც ჩატარდესო“. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრის ჩატარება ორივე მხარეს სურს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ გააუქმა. თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა კიმ ჩენ ინისადმი დონალდ ტრამპის წერილი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ შეხვედრა ძალიან სურდა, თუმცა, ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელ განცხადებებში გამოხატული სიძულვილის და აშკარა მტრობის გამო, შეუძლებლად მიიჩნევდა დაგეგმილი შეხვედრის ჩატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG