Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შემდგომი 100 წლის თავისუფლების დღის წესრიგი“


EPRC-ს დისკუსია -"შემდგომი 100 წლის თავისუფლების დღის წესრიგი"
EPRC-ს დისკუსია -"შემდგომი 100 წლის თავისუფლების დღის წესრიგი"

25 მაისს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) ინიციატივით მოეწყო საჯარო დისკუსია თემაზე - „შემდგომი 100 წლის თავისუფლების დღის წესრიგი“. მასში მონაწილეობდნენ: დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, დეიმონ უილსონი, „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ზიგიმანტას პავილიონისი, ლიტვის პარლამენტის წევრი და ლორა ლინდერმანი, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი. დისკუსიას უძღვებოდა შოთა ღვინერია, EPRC-ს უფროსი მკვლევარი. საუბარი შეეხებოდა უსაფრთხოების დღევანდელ გამოწვევებს, კერძოდ - რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, დასავლეთის პოლიტიკის კონსოლიდაციის მნიშვნელობას ამ საფრთხეებთან გამკლავებაში. სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გამოწვევებზე და აღნიშნეს, რომ საქართველომ თავისი თამამი და მყარი პოზიციით, განვითარებითა და აქტიური საგარეო პოლიტიკით თავად უნდა შეუწყოს ხელი დასავლელ პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღებაში.

XS
SM
MD
LG