Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო 2021 წლისთვის ნატო-ს წევრი გახდება


გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ სამ წელიწადში, როდესაც 100 წელი შესრულდება საბჭოთა ოკუპაციის დღიდან, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა წევრი გახდება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე მრგვალ მაგიდაზე "თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობა, კონკრეტულად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოძებნის ძალას, რათა მოახდინოს იმ აუცილებელი გადაწყვეტილებების კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, უსაფრთხოებას გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით აუცილებლობად წარმოადგენს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო მზად არის ამ გამოწვევისათვის და ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრი.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG