Accessibility links

რუსმა მილიარდერმა ბორის მინცმა და მისმა სამმა ვაჟმა ოჯახებთან ერთად რუსეთი დატოვეს და დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ. ინფორმაცია მინცის გარემოცვის წარმომადგენელსა და ფედერალურ ჩინოვნიკზე დაყრდნობით გაავრცელა გამოცემამ „ვედომოსტიმ.“ მისი წყაროს თქმით, დაძაბული სიტუაცია შეიქმნა და სიმშვიდისთვის უმჯობესი იყო რუსეთიდან გამგზავრება. ბორის მინცი რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ასეულშია. Forbes-ის მონაცემებით, მინცის ქონება 1,3 მილიარდი დოლარია. გასული საუკუნის 90-იან წლებში ბორის მინცი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიშაობდა. მრავალი წლის განმავლობაში იყო პარტიის, „მემარჯვენე ძალთა კავშირის“ წევრი. მინცის მთავარი კაპიტალია კომპანია „O1 Properties“-ი, რომელიც მოსკოვში ფლობს მსხვილ ბიზნეს-ცენტრებს. ბორის მინცი ამ კომპანიას ყიდის.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ მინცი შეტანილია სიაში პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული მდიდარი რუსებისა, რომელთა წინააღმდეგ შესაძლებელია სანქციების დაწესება.

21 მაისს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ გამოაქვეყნა მოხსენება: „მოსკოვის ოქრო: რუსული კორუფცია დიდ ბრიტანეთში.“ დოკუმენტის თანახმად, ზიანი, რომელიც შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკას მიაყენოს რუსულმა „ბინძურმა ფულმა,“ სრულიად უმნიშვნელოს ხდის ლონდონში განხორციელებული რუსული ტრანზაქციებით მიღებულ სარგებელს. თემთა პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია თვალის დახუჭვა კლეპტოკრატებზე პუტინის გარემოცვიდან და ადამიანის უფლებების დამრღვევებზე, რომლებიც ფულის გათეთრებით ასუსტებენ ბრიტანული ინსტიტუტებისადმი ნდობას. მოხსენების თანახმად, კრემლთან დაკავშირებული პირების მიერ კორუფციული აქტივებისთვის ლონდონის გამოყენება ემუქრება დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებას, ამიტომ გაერთიანებულმა სამეფომ უნდა შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგია, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმს და გააძლიეროს ფინანსური ზეწოლა ვლადიმირ პუტინსა და მის გარემოცვაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG