Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI:  ყველაზე მაღალი ნდობით ეკლესია სარგებლობს


გამოქვეყნდა შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. გამოკვლევის თანახმად, ინსტიტუტებისადმი ნდობის მაჩვენებლით პირველ ადგილზე, 84 %-ით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა. 1 %-ით ნაკლები (83 %) აქვს ჯარს. მედიას გამოკითხულთა 68 % ენდობა, პოლიციას - 50 %. პრეზიდენტს ნდობას უცხადებს 43 %, პრემიერ-მინისტრს - 34 %. სასამართლოს ენდობა მოსახლეობის მხოლოდ 25 %, პოლიტიკურ პარტიებს - 21 %. შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 10-22 აპრილში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1500 რესპონდენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG