Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად კუპრავასა და ზაზა სარალიძეს შორის განხეთქილებაა


2 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წინ აქციის მიწურულს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასსა და ზაზა სარალიძეს შორის შეუთანხმებლობაა. ის თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა ჩაერთონ პროცესში, რაშიც მას ზაზა სარალიძე არ ეთანხმება.

ზვიად კუპრავამ დატოვა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია და გადაინაცვლა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში. მან მოუწოდა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს მივიდნენ მასთან საკონსტულაციოდ. ჟურნალისტების შეკითხვას - სად არის ზაზა სარალიძე? ზვიად კუპრავამ უპასუხა: "ზაზა კარავშია!".

ამ დროისთვის არსებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, ედპ-ს ოფისში მისულები არიან: გიორგი ვაშაძე, ნიკოლოზ რურუა და ნიკოლოზ მაჭუტაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG