Accessibility links

მემანქანეთა გაფიცვის გამო, დღეს დილიდან დაიკეტა თბილისის მეტროპოლიტენი.პროფკავშირის, „ერთობა 2013“-ის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები შიმშილობის დაწყებასაც გეგმავენ. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ შრომის საათობრივი აზაღაურების გაზრდას 7-დან 10 ლარამდე. მემანქანეები აცხადებენ, რომ მათი საშუალო ხელფასი 1150 ლარია, რაც არ შეესაბამება სამუშაო ციკლს, ყოველდღიურ გარემო პირობებს და პასუხისმგებლობას.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ხელფასის გაზრდის საბიუჯეტო რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს. ამავე კომპანიის ინფორმაციით, მეტროს მუშაობის განახლებამდე თბილისში უფასო იქნება მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG