Accessibility links

მეტროს გაფიცული მემანქანეები თბილისის მერს ადანაშაულებენ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში


თბილისის მეტრო მემანქანეთა გაფიცვის გამო დაიკეტა. 2018 წლის 4 ივნისი

თბილისის მეტროს გაფიცულმა მემანქანეებმა უარყვეს დედაქალაქის მერის ბრალდება, რომ ისინი შანტაჟის და დაუსაბუთებელი ულტიმატუმის გზას მიმართავენ. „ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დათმობებზეც წავიდეთ“ - განუცხადა ჟურნალისტებს მეტროს თანამშრომელმა, ნუგზარ გაგუამ. მისივე თქმით, გაფიცული მემანქანეები არ ცდილობენ საზოგადოებისთვის პრობლემების შექმნას და მოითხოვენ, რომ მათი ხელფასი გაიზარდოს მერიის თანამშრომლების პრემიების და დანამატების შემცირების ხარჯზე. გაფიცულები უარყოფენ კახა კალაძის განცხადებას, რომ მემანქანეთა ხელფასი 1400-1800 ლარია. ნუგზარ გაგუას ინფორმაციით, მემანქანის ხელფასს - 1093 ლარს ემატება 55 ლარი მავნე პირობებისთვის და 31 ლარი ღამის მოცდენის საათებისთვის, ანუ მთლიანობაში ხელზე იღებენ დაახლოებით 1200 ლარს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG