Accessibility links

პრემიერ-მინისტრი მზად არის შეხვდეს მალხაზ მაჩალიკაშვილსაც


პოლიცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. 2018 წლის 4 ივნისი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, შალვა თადუმაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზად არის შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მათ ადვოკატებს. შეხვედრას დაესწრებიან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.

მთავრობის ადმინისტრაციასთან 14 საათისთვის მივიდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც დისკრიმინაციად მიიჩნევდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მზადყოფნას, შეხვდეს მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა 4 ივნისს განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში სახალხო დამცველთან ერთადაც.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG