Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად კუპრავას ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა


ზვიად კუპრავა
ზვიად კუპრავა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში ბრალდებულები სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ, მათ პროცესი მანამდე დატოვეს პროტესტის ნიშნად. ზვიად კუპრავა დანარჩენ 3 პირთან ერთად პოლიციამ 11 ივნისის გამთენიისას დააკავა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG