Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი ბავშვების ძალადობისგან დაცვის მხრივ სახელმწიფოს სისტემურ ხარვეზებზე ლაპარაკობს


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

ბათუმში 4 წლის ბავშვის, სავარაუდოდ, ცემით მკვლელობის ფაქტს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და მოუწოდა ყველა სახელმწიფო უწყებას საქმის დროულად გამოძიებისკენ. ომბუდსმენის განცხადებით, აუცილებელია ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში ბავშვთა მიმართ არსებული ძალადობრივი გარემოს შესაცვლელად.

„სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებას ადგილი აქვს საზოგადოებაში, ოჯახში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში. თუმცა საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან ერთად, ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაჩვენებელზე საგანგაშოდ აისახება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების სისტემური ხარვეზები“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

14 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში 4 წლის ბავშვი ცემით მოკლეს, გარდაცვლილის ცხედარი კი პოლიციის მე-7 განყოფილებასთან თავად ბრალდებულმა დატოვა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება კი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG