Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა


მაღალმთიან სოფელ ბახმაროში მეხის ჩამოვარდნამ 54 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. სხვა რეგიონებში სტიქიის გამო დაშავებულები არ არიან. ამინდის გაუარესებისა და უხვის ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სამაშველო სამუშაოებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში აწარმოებდნენ. ქვემო ქართლში, მარნეულში ძლიერი ნალექის გამო, 8 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. გარდა ამისა, დაიტბორა რუსთავის მე-8 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია. კახეთში წყლის მოვარდნის გამო ჩაიხერგა გომბორი-თელავის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რის გამოც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სამანქანო მოძრაობა შეიზღუდა. გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, მოძრაობა აღდგენილია. წინასწარი ინფორმაციით, ამინდის გაუარესებს ელოდებიან მომდევნო ორი დღის განმავლობაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა დროულად მოხდეს ყველა შემთხვევაზე რეაგირება.

XS
SM
MD
LG