Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელობა ჟენევის დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემაა


ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიის 44–ე რაუნდი. დღის წესრიგშია საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფის და უკანონოდ დაკავების ფაქტები, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შექმნის აუცილებლობა და რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება. თბილისის დელეგაცია კვლავ მოითხოვს გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავებას და გადაცემას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას. ქართული მხარე რუსეთს მიმართავს, არ დააბრკოლოს ამ მიზნით ქართველი სამართალდამცავების მიერ დაწყებული გამოძიება. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა რთული მდგომარეობა. 44–ე რაუნდი 20 ივნისს დასრულდება.

XS
SM
MD
LG