Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად დევდარიანის ადვოკატი სასამართლოდან ინფორმაციის შესაძლო გაჟონვაზე საუბრობს


ქალების ნაწილი, რომლებსაც ზვიად დევდარიანმა საქალაქო სასამართლოში უჩივლა ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო. ფეისბუკში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სასამართლომ საქმე გარკვეული ხარვეზების გამო წარმოებაში არ მიიღო. ქალები წყაროს კონფიდენციალობას იცავენ.

​გავრცელებული ინფორმაციას უარყოფს ზვიად დევდარიანის ადვოკატი. დიმიტრი გაბუნია. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ „საქმე გვაქვს ან დანაშაულთან ან ინფორმაციის გაჟონვასთან ან ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფთან“, ვინაიდან მისი თქმით, „სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო წყვეტს არაუადრეს 5 და არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა, სასამართლოს ეს 14-დღიანი ვადა ჯერ არ გამოუყენებია. სასამართლოს, ჩვენთვის, როგორც მოსარჩელე მხარისთვის არ შეუტყობინებია, მიიღო თუ არა საქმე წარმოებაში, ეს ინფორმაცია არ დევს არც სასამართლოს საიტზე, სადაც მაქვს მომხმარებლის პაროლი.“

ამ პირობებში, დიმიტრი გაბუნიას თქმით, ერთადერთი ვინც შეიძლება იცოდეს საქმე დახარვეზებულია თუ არაა წარმოებაში მიღებული, არის მოსამართლე, და თუ დადასტურდა, რომ „ინფორმაციამ გაიჟონა სასამართლოდან, ამაზე ჩვენ სერიოზულ პასუხს მოვითხოვთ“, - ამბობს დიმიტრი გაბუნია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი, ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა. სპეციალურ განცხადებაში ქალთა მოძრაობა მიუთითებდა, რომ 16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში მოძრაობის წევრები მისი მხრიდან სექსუალური შევიწროვების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ.

საქმის 12 მოპასუხიდან მხოლოდ რვის ვინაობა სახელდება.

XS
SM
MD
LG