Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მარიხუანის ლეგალიზაციას


კანადის პარლამენტის შენობა
კანადის პარლამენტის შენობა

კანადის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა 52 ხმით 29-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის შესახებ. ახალი კანონით, კანადაში მარიხუანის გაყიდვა დაიწყება გარდამავალი პერიოდის შემდეგ, რომელიც 8-დან 12 კვირამდე გასტანს. ეს დრო რეგიონების ხელმძღვანელებმა უნდა გამოიყენონ კანაფის გაყიდვის წესების და პირობების დასადგენად, პოლიცია კი ახალ პირობებში მუშაობისთვის უნდა მოემზადოს. კანონის თანახმად, 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა კანადელს უფლება ექნება პირადი მოხმარებისთვის საკუთარ სახლში გაზარდოს კანაფის მაქსიმუმ 4 მცენარე და თან იქონიოს 30 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა.

კანადაში მარიხუანის შენახვა 1923 წელს აიკრძალა, 2001 წელს კი ლეგალური გახდა მისი სამედიცინო მიზნებით გამოყენება. პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადელი ბავშვები მარიხუანას იოლად შოულობდნენ და ამით სარგებელს დამნაშავეები იღებდნენ. „დღეს ჩვენ ეს შევცვალეთ“ - დაწერა ტვიტერზე კანადის ლიბერალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ. მარიხუანის ლეგალიზაცია ტრუდოს მიერ 2015 წელს წარმოებული წარმატებული საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG