Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინის ოძეკის ტიტული რეიტინგშიც აისახა


იაპონიის სუმოს ასოციაციამ 2018 წლის სეზონის მეოთხე სუპერტურნირის - ივლისის ბაშოს წინ, განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა და მასში ლევან გორგაძე დასავლეთის ოძეკის წოდებითაა შეყვანილი.
უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის ზედმეტსახელით მოჭიდავე ქართველი სუმოისტი ოფიციალურად მაისის ბოლოს გახდა ოძეკი, მას შემდეგ, რაც მაისის ბაშო შთამბეჭდავი დადებითი ბალანსით (13 მოგება და 2 წაგება) დაასრულა.
ოძეკი პროფესიული სუმოს მეორე იერარქიული საფეხურია. მასზე მაღლა მხოლოდ იოკოძუნა დგას. განახლებული რეიტინგის თანახმად, ივლისში გასამართ ბაშოზე სამი იოკოძუნა იქნება: კაკურიუ, ჰაკუჰო და კისენოსატო. ოძეკის წოდებითაც სამი სეკიტორი
გავა დოჰიოზე: ტოჩინოშინი, გოეიდო და ტაკაიასუ.
იოკოძუნას წოდების მისაღებად ლევან გორგაძეს ზედიზედ ორი ბაშოს მოგება დასჭირდება. შესაძლოა, მიზნის მისაღწევად შთამბეჭდავი დადებითი ბალანსიც საკმარისი აღმოჩნდეს.
ივლისის ბაშო გაიმართება 8-22 ივლისს.

XS
SM
MD
LG