Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: მთავრობაში ახალ სახეებზე კონსულტაციები დასრულებულია


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კვლავ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, ვინ დაიკავებს მინისტრების თანამდებობებს განახლებულ მთავრობაში, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს დღეს გამოქვეყნებული სტრუქტურული ცვლილებების კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ.

„განახლებულ მთავრობას განახლებული საკადრო შემადგენლობით აუცილებლად წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს იმ ვადებში, როგორც არის განსაზღვრული. ბუნებრივია, გვსურს, რომ ეს განხორციელდეს რაც შეიძლება მიკლე ვადაში“ - განაცხადა 26 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ბახტაძემ. მან ჟურნალისტებს მიმართა, რომ თუ საინტერესო კანდიდატებს ეტყვიან, აუცილებლად მოუსმენს. პრემიერ-მინისტრმა არ უპასუხა შეკითხვას, ვინ იქნება მინისტრი იუსტიციის სამინისტროსთან სასჯელაღსრულების სამინისტროს შერწყმის შემდეგ - თეა წულუკიანი, თუ კახა კახიშვილი.

„პარლამენტში როცა წარვადგენთ, ყველა იხილავთ“ - განაცხადა ბახტაძემ. მისივე თქმით, კონსულტაციები ფაქტობრივად, დასრულებულია „იმ ახალ სახეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობაში იქნებიან.“ პრემიერ-მინისტრმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთავრობა აპირებს სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებას.

XS
SM
MD
LG