Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე: ველოდები, გახარიას და წულუკიანს თუ დანიშნავენ მინისტრებად


ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე ახალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას მას შემდეგ გეგმავს, რაც ცნობილი გახდება სამინისტროების შემცირების შემდეგ დაკომპლექტებული ახალი მთავრობის შემადგენლობა.

„აუცილებლად შევხვდები ახალ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ველოდები მინისტრების დანიშვნასაც, რომელი მინისტრები დარჩებიან თანამდებობაზე. აუცილებლად მინდა, რომ ამ შეხვედრას დაესწრნენ გახარია და წულუკიანიც. აქედან გამომდინარე დაველოდები ცოტა ხანს, დანიშნავენ თუ არა ორივეს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილთან პანკისში ჩასულმა ზაზა სარალიძემ.

მან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე 25-26 ივნისს შსს-ს წარმომადგენლის კახაბერ სირაძისა და პროკურორ ზვიად ფხაკაძის გამოკითხვაც შეაფასა.

„ძალიან კარგია, რომ ეს კომისია შეიქმნა. საზოგადოება ხედავს, როგორც არცერთ კითხვაზე პასუხი არ გააჩნიათ. საერთოდ, არაადეკვატური პასუხები აქვთ. პირდაპირ ჩანს, რომ ორივე მფარველობდა ამ საქმეს. წესით, ეგრევე უნდა დააკავონ, როგორც კი დამთავრდება მათი დაკითხვა“.

ზაზა სარალიძის თქმით, იგი, ზვიად კუპრავასთან ერთად მალხაზ მაჩალიკაშვილთან იმის გამო ჩავიდა დღეს პანკისში, რომ სამართლებრივი გზით ძალოვანი უწყებებთან ბრძოლის გაგრძელებაზე იმსჯელონ.

XS
SM
MD
LG