Accessibility links

უკრაინაში არ შეუშვეს ტელეარხ "როსია 24"-ის წამყვანი ევგენი პრიმაკოვი


უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს რუსი ტელეწამყვანი და სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მრჩეველი, ევგენი პრიმაკოვი. კიევში, „ბორისპოლის“ აეროპორტში პრიმაკოვს აცნობეს, რომ ხუთი წლით ეკრძალება უკრაინაში ჩასვლა, რადგან საშიშროებას უქმნის ამ ქვეყნის უსაფრთხოებას. თავად პრიმაკოვი, რომელიც რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილია, ამბობს, რომ კიევში ჩაფრინდა ეუთოს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. პრიმაკოვი ტელეარხ „როსია-24“-ის წამყვანია და საპრეზიდენტო არჩევნების დროს პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. მას ნათქვამი აქვს, რომ საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს სახელმწიფო სათათბიროს შუალედურ არჩევნებზე წელს, ოქტომბერში. ამასობაში, ეუთოს წარმომადგენელმა პრესის თავისუფლების საკითხებში, არლემ დეზირმა კიევში გააკეთა განცხადება, რომლითაც რუსეთს მოუწოდა, ციხიდან გაათავისუფლონ რეჟისორი ოლეგ სენცოვი და ჟურნალისტი რომან სუშჩენკო, ბრალდებები მოუხსნან ყირიმში გასამართლებულ ჟურნალისტ ნიკოლაი სემენას და გაათავისუფლონ ჟურნალისტი სტანისლავ ასეევი, რომელიც დაკავებული ჰყავთ დონეცკელ სეპარატისტებს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG