Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, სწრაფად მიმართონ ზომებს მიგრაციის გასაკონტროლებლად


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეფასებით, ევროკავშირის ლიდერებს „ძალიან ცოტა დრო“ აქვთ თავიანთი მოქალაქეების დასარწმუნებლად იმაში, რომ ბლოკი შეძლებს მიგრაციის გაკონტროლებას - ცოტა დრო აქვთ, ვიდრე ამ პრობლემას თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ ავტორიტარი პოლიტიკოსები. ამ შეფასებას ტუსკი გამოთქვამს ევროკავშირის ლიდერებისადმი წერილობით მიმართვაში ბრიუსელში ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე. ტუსკი საჭიროდ მიიჩნევს ახალი ზომების მიღებას ბლოკის გარშემო საზღვრების დაცვის გასაძლიერებლად. ის აღნიშნავს აგრეთვე, რომ ევროკავშირმა კოლექტიური ძალისხმევით შეძლო, 96%-ით შეემცირებინა საზღვარზე უკანონოდ გადასვლის შემთხვევები 2015 წელთან შედარებით, როცა ევროპა აღმოჩნდა მიგრაციასთან დაკავშირებულ უმძიმეს კრიზისში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG