Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ მიგრაციის პოლიტიკაზე


დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალ ტუსკმა დღეს დილით, ტვიტერზე დაწერა, რომ ეროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ ლტოლვილების მიღების ერთიან პოლიტიკაზე. ეს საკითხი განიხილება ორდღიან სამიტზე, რომელიც 28 ივნისს, ბრიუსელში გაიხსნა. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის, ქსავიე ბეტელის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა გარღვევას მიაღწიეს სხდომაზე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სააგენტო DPA დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი შეეხება ზღვაზე გადარჩენილი მიგრანტებისთვის ბანაკების გახსნას ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებიც ამას დათანხმდებიან. გარდა ამისა, ევროკავშირი აპირებს ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში გახსნას ლტოლვილთა ბანაკი, რათა შეამციროს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების ნაკადი. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნები დათანხმდებიან ლტოლვილებისთვის ბანაკების გახსნას.

28 საღამოს, საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შეძლეს ვაჭრობის და თავდაცვის საკითხების შესახებ ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმება, რადგან ტექსტი იტალიამ დაბლოკა საიმიგრაციო პოლიტიკისადმი ბრიუსელისგან განსხვავებული პოზიციის გამო.

ერთობლივ განცხადებაზე შეუთანხმებლობის გამო, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის და ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის პრესკონფერენცია 29 ივნისისთვის გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG