Accessibility links

ევროკავშირი რუსეთს სანქციებს გაუგრძელებს


ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელებაზე - ამის შესახებ ბრიუსელიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების მხრივ პროგრესის არარსებობის გამო მოსკოვის საწინააღმდეგო სანქციები კიდევ 6 თვით გაგრძელდება. გადაწყვეტილება ოფიციალურად დღეს გამოცხადდება ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ლიდერთა სამიტი მიმდინარეობს.

ევროკავშირმა რუსეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ეკონომიკური, საბანკო და სავიზო სანქციები 2014 წელს დაუწესა ყირიმის ანექსიის გამო. მას შემდეგ სანქციების მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდება. ევროკავშირის მიერ ნახევარი წლის წინ გაგრძელებული შემზღუდავი ზომების მოქმედების ვადა 31 ივლისს იწურება.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG