Accessibility links

ახალი სამგზავრო ავტობუსების შეძენა გადავადდა


თბილისი

თბილისში სამგზავრო ავტობუსების შემოყვანაზე ახალი ტენდერი გამოცხადდება 10 დღეში. თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა 29 ივნისს ისევ გადავადდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია - "თეგეტა თრაქ ენდ ბასიმ" პირობები ვერ დააკმაყოფილა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანია სატენდერო პირობებისთვის საჭირო დოკუმენტების არქონის გამო გამოეთიშა ტენდერს: “რამდენიმე დღეში ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ, ვინაიდან ტენდერში მონაწილე კომპანიამ საჭირო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. ჩვენ ვერ მივცემდით თავს უფლებას პროექტი გარკვეული ხარვეზით მიგვეღო”.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, არსებული სამარშრუტო სქემის პირობებში, იმისათვის, რომ დედაქალაქის მგზავრებმა კომფორტულად იმგზავრონ ტრანსპორტით, 650-დან 750-მდე ავტობუსია საჭირო. დღეს დედაქალაქში ყოველდღიურად გადაადგილდება 530 ავტობუსი. სატენდერო პირობების მიხედვით, მიმდინარე წელს იგეგმება 90 მცირე ზომის ავტობუსის შეძენა, რომელიც 69 მგზავრზე იქნება გათვლილი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG