Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო ვალი 192 მილიონი დოლარით გაიზარდა


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით შეადგინა 17.5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის111.5%-ია. 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 192.6 მილიონი აშშ დოლარით.

სახელმწიფოს საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მილიარდი აშშ დოლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 47.3%-ია და აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მილიარდი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.8 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 24.3%

2018 წლის პირველ კვარტალშივე საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი გაიზარდა 6.3 მილიონო დოლარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG