Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ბრალდებულებს


თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ახალგაზრდა ქალს. ის მკვლელობის მცდელობის მუხლით წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ მეორე გოგონასაც.

ჯგუფის, „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს დაჭრეს წერეთლის გამზირზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. მეორე დღეს პოლიციამ ორი ახალგაზრდა ქალი დააკავა. დაცვის მხარის ინფორმაციით, კონფლიქტი ვალს უკავშირდებოდა. ირაკლი ნოზაძე ამ დრომდე იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG