Accessibility links

დაკავებულ მესაზღვრეებს ელოდებიან ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში


საზღვრის პერიმეტრზე შემოვლის დროს რუსული მხარის მიერ დაკავებულ ქართველ მესაზღვრეებს უახლოეს საათებში ელოდებიან სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში, ლაგოდეხში. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად 27 ივნისს გავიდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, მათთან კომუნიკაცია შეწყდა. ძებნის შედეგად გაირკვა, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. შსს აცხადებს, რომ მხარეებს შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება და მესაზღვრეებს ქართულ მხარეს 29 ივნისს გადმოსცემენ. „მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე ინციდენტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს“, - წერია შსს-ს განცხადებაში, რომელიც უწყებამ 28 ივნისს გაავრცელა. ინფორმაცია მესაზღვრეების გაუჩინარების შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ დევიძემ სოციალურ ქსელში 28 ივნისს გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG