Accessibility links

გათავისუფლებული მესაზღვრეები ლაგოდეხში იმყოფებიან


ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოში ვერტმფრენით მიიყვანეს რუსული მხარის მიერ დაკავებული ქართველი მესაზღვრეები. კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე სამი დღის წინ გაუჩინარდნენ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე. შსს-ს მიერ 28 ივნისს გავრცელებული განცხადების თანახმად, მესაზღვრეები დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად იყვნენ წასულები. გარკვეული დროის შემდეგ მათთან კომუნიკაცია შეწყდა და დაიწყო ძებნის ღონისძიება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მესაზღვრეები 29 ივნისს, დღის 12 საათისათვის გაათავისუფლეს. ისინი ომალოს საგუშაგოზე გადმოსცეს ქართულ მხარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG